სასწავლო კვლევა

რა არის მიზეზი საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეების მშობლების, პასიურობისა და დაქვეითებული ინტერესისა შვილების სასკოლო ცხოვრებისადმი.
შესავალი
მუდმივი და ეფექტური კომუნიკაცია მოსწავლის მშობელსა და მასწავლებელს შორის სწავლა-სწავლებისა და დისციპლინის გაუმჯობესების აუცილებელი საშუალებაა
ყველა ამ ვალდებლების შერულება ბუნებრივია მოითხოვს მასწავლებლისა და მშობლის მუდმივ კონტაქტს
წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში. იგი ეძღვნება  გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა მშობლების და მასწავლებლების არსაკმარისი კონტაქტის გამომწვევი მიზეზების კვლევას. განხილულია ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და მოგვარების გზები.
პრაქტიკული კვლევა
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დამრიგებელი ვალდებულია:
Ø  გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
Ø  დაეხმაროს მოსწავლს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლმის გადაჭრაში;
Ø  იყოს შუამავალი მოსწავლს, მშობლსა და მასწავლებეს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
Ø  რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ  სხვისი თანდასწრებით  საუბარი;
Ø  საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
Ø  გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი
დამრიგებელ;ი ვერ შეასრულებს აღნიშნულ ვალდებეულებებს თუ მშობლის მხრიდანაც არ იქნა მუდმივი მზაობა და კონტაქტი პედაგოგთან
ნაშრომის სტრუქტურა
ნაშრომში განხილულია
v  ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მშობლისა და სკოლის მუდმივი კონნტაქტის აუცილებლობა
v  საკვლევი პრობლემა და საკვლევი საკითხი
v  მუშაობის  აღწერა და მონაცემთა შეგროვების მეთოდები.
v  წარმოდგენილია მონაცემთა ანალიზი.
v  კლასში დაგეგმილ და განხორციელებულ ცვლილებები
პრობლემა და საკვლევი საკითხი
როგორც ღვნიშნეთ აქტუალურია მშობელსა და სკოლას შორის არსრულყოფილი და არაეფექტური კომუნიკაცია , ეს ხელს უშლის მასწავლებელმა დროულად მიაწოდოს ინფორმაცია აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ.საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია; მაგრამ იმის გამო რომ ეს კონტაქტი მცირეა ან საერთოდაც არაა მშობელი თითქმის არ ღებულობს მონაწილეობას შვილის სასკოლო ცხოვრებაში.
           ეს პრობლემა როგორც კლასისი ხელმძღვანლის , ჩემს წინაშეც წაროიშვა ამიტომ გადავწყვიტე აღნიშნული კვლევის ჩატარება ჩემს სადამრიგებლო კლასში, დაწყებითი კლასისი პედაგოგთან საუბრისას აღმოჩნდა რომ როგორც წესი მშობლები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები შვილების სასკოლო ცხოვრებაში, უფრო ხშირად ინტერესდებოდნენ, როგორც მათი აკადემიური მოსწრებით ასევე დისწიპლინით,თუმცა  საბაზო საფეხურზე გადასვლისას მხოლოდ მშობლების მცირე ნაწილი ინარჩუნებს ჩვეულ ყურადღებასა და ინტერესს. კლასისი ძირითად ნაწილთან კონტაქტი მაქვს მხოლოდ ტელეფონით და მხოლოდ ჩემი ინიციატივით.
აქედან გამომდინარე ჩამოყალიბდა კვლევის მთვარი კითხვა: რა არის მიზეზი საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეების მშობლების, პასიურობისა და დაქვეითებული ინტერესისა შვილების სასკოლო ცხოვრებისადმი.
          კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემების მიზეზების დადგენაში დამეხმარა შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:
v  დაწყებით კლასებში ძირითდად ვისი (მშობლისა თუ მასწავლებლის ) ინიციატივით ხდებოდა მათი კომუნიკაცია
v  მშობლებს რამდენად უფრო დატვირთული სამიშაო რეჟიმი აქვთ ეხლა ვიდრე მაშინ ქონდათ
v  გაიზარდა თუ არა იმ მოსწავლეების რაოდენობა ვინც არ იზრდება მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ  და მათი მშობლები იმყოფებიან საზღვარგარეთ
v  ინფორმაცია მათი შვილების შესახებ გახდა უფრო ნეგატიური .
v  ისინი თვლიან რომ ბავშვი უკვე დიდია და აღარ არის აუცილებელი ხშირი კონტაქტი პედაგოგთან და თითონ ბავშვისაგან იღებენ საკმარის ინფორმაციას
მუშაობის  აღწერა და მონაცემთა შეგროვების მეთოდები.
კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე
·         ჩაღრმავებული ინტერვიუები,
·         ფოკუს -ჯგუფი,
·         კითხვარები.
    ფოკუს - ჯგუფი  ჩატარების მიზანი იყო მიმეღო მშობლებისაგან ინფორმაცია, რომელიც დაგვეხმარებოდა კითხვარის შედგენაში. ფოკუს - ჯგუფი იყო 6 მშობელი.  მონაცემთა შეგროვების აღნიშნული მეთოდის გამოყენების მიზანი იყო სისტემასთან დაკავშირებით მშობლების დამოკიდებულების (ზოგადი ფონის) შესწავლა, რაც დაეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და  კითხვარის მომზადებაში.
კითხვარი  მომზადდა ყველა მოსწავლის მშობლისა და კანონიერი მეურვისათვის. დროის დაზოგვის მიზნით კითხვარები ყველა მსობელს გაეგზავნა სახლში და მეორე დღეს უკსნ დააბრუნეს შევსებული
მშობლებს უნდა ეპასუხათ შემდეგ კითხვებზე
კითხვა
დიახ
არა
ნაწილობრივ
ვიცი ჩემი შვილის გაკვეთილების ცხრილი



პირადად  ვიცნობ მის ყველა პედაგოგს



ვატყობინებ დამრიგებელს ბავშვის სკოლაში არყოფნის მიზეზს



დამრიგებელს ვეკონტაქტები თვეში ერთხელ მაინც



დამრიგებელთნ სატელეფონო კონტაქტის ინიციატორი მე ვარ



მაქვს ზუსტი ინფორმაცია ჩემი შვილის აკადემიურიმოსწრებისა და დისწიპლინის შესახებ



ვიცნობ ჩემი შვილის ყველა თანაკლასელსა და მის უშუალო მეგობრებს სკოლაში




         კითხვარი ყველა მოსწავლეს გავატანე სახლში საიდანაც მოიტანა შევსებული კლასის ოცდარვავე მოსწავლემ.ოცდაექვსმა მოსწავლემ მოიტანა მშობლის მიერ შევსებული ორმა კანონიერი მეურვის მიერ პასუხგაცემული.
       კითხვარის შედეგები იყო შემდეგნაირი,გამოიკვეთა სამი საკითხი, რომელიც ნაკლებ პრობლემური იყო  და პირიქით  სამი საკითხი, რომელშიც ყველაზე ნაკლებ იღებდნენ მშობლები მონაწილეობას და შესაბამისად ყველაზე ნაკლებ  იყვნენ ინფირმირებულები. 
          ინტერვიუმ მშობლებთნ მომცა საშუალება განმესაზღვრა მშობლების დამოკიდებულება დამრიგებლის, პედაგოგებისა და ზოგადად სკოლის მიმართ.ასევე მათთვის უფრო კომფორტული კომუნიკაციის საშუალებების დადგენაში
ყველაფერმა ამან მომცა ინფორმაცია თუ რამდენად იყვნენ მშობლები ინფორმირებულები საკუთარი შვილების სასკოლო ცხოვრების შესახებ და თუ როგორი ფორმა ინფორმაციის მიღებისა იქნებოდა მათთვის უფრო მისაღები და მოხერხებული
       აღმოჩნდა რომ მშობლების ძირითადი  ნაწილი ინფორმირებული იყო შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ და ეს ინფორმაცია მიღებული ქონდათ დამრიგებელთან სატელეფონო კონტაქტის გზით.ნაწილს არ ქონდა ინფორმაცია და მხოლოდ დამრიგებლის ინიციატივით მოხდა ამის მიწოდება.
         მშობლების აბსოლუტური უმრავლესობისათვის შვილების სასკოლო ცხოვრების  შესახებ  ინფორმაციის მიღება კომფორტული და მოსახერხებელი იყო ტელეფონით. არავის გამოუთქვამს სურვილი ინფორმაცია მიეღო ელ.ფოსტით,მხოლოდ რამდენიმე მშობელმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ რომ სკოლაში ვიზიტიც აუცილებელია სხვა მასწავლებლების ნახვის მიზნით.
            კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციისრამდენიმე ვარიანტი
·         საკლასო ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება სადაც აუცილებელი იქნებოდა მოსწავლეთა მშობლების ჩართვა
·         მოსწავლეების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით  ყოველი თვის პირველ პარასკევს საკლასო საათის დაგეგმვა, სადაც მოსწავლე მშობელთან ერთად  კლასისათვის წაიკითხავს მცირე ზომის მხატვრულ ნაწარმოებს და გაიმართება მსჯელობა ამ პროცესში ჩართული იქნება დამრიგებლის გარდა სხვა საგნის პედაგოგებიც
·         ყოველი ოთხშაბათი გამოცხადდეს მშობლის  დღედ , როცა მშობელი მისთვის მოსახერხებელ დროს მოვა სკოლაში და გაესაუბრება დამრიგებელსა და პედაგოგებს
            კვლევის შედეგად გამოიკვეთა, მიზეზი საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეების მშობლების, პასიურობისა და დაქვეითებული ინტერესისა შვილების სასკოლო ცხოვრებისადმი,არის:
·         მშობლების გადატვირთული დღის რეჟმი
·         ისინი შეჩვეულები იყვენე, რომ პედაგოგი იყო ინიციატორი მათი შეხვედრებისა.
ვფიქრობ რომ ძირითადი მიზეზი პრობლემისა დადგინდა და ზემოთ აღნიშნული  ინტრევენციების განხორციელება ამ პრობლემის გადაჭრაში დამეხმარება.

Комментариев нет:

Отправить комментарий