სსიპ ქალაქ რუსთავის
#3 საჯარო სკოლა
2017-18 სასწავლო წელი
პრატიკული კვლევის ანგარიში:
რა
არის მიზეზი მეექვსე კლასის მოსწავლეების მიერ საშინაო დავალებების
შეუსრულებლობისა, მაშინ როდესაც საკლასო დავალებების შესრულებაში ისინი გაცილებით აქტიურად და წარმატებით
მონაწილეობენ
ავტორი: ნინო გვარამაძე
კვლევის
ანგარიში
სარჩევი
შესავალი
კვლევის პრობლემისა და საგნის მიმოხილვა
ლიტერატურის მიმოხილვა
და ანალიზი
კვლევის მიზანი
კვლევის გეგმა
კვლევის ვადები
მეთოდოლოგია
მონაცემთა შეგროვება
ინტერვენციის აღწერა
და მისი შედეგები
დასკვნა
რეკომენდაციები
თვიტკრიტიკა
დანართები
ბიბლიოგრაფია
შესავალი
წინამდებარე
ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში. იგი ეძღვნება სსიპ ქალაქ
რუსთავის#3 საჯარო სკოლის მე-6 კლასის
მოსწავლეთა მიერ საშინაო დავალებების შეუსრულებლობას მაშინ როდესაც იგივე
მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში და ასრულებენ საკლასო
სამუშაოებს წარმატებით. ნაშრომში განხილულია ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და
მოგვარების გზები.
კვლევის პრობლემისა და საგნის მიმოხილვა
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის
სასწავლო სისტემაში საშინაო დავალება სწავლების ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია. ამ მხრივ
არც საქართველოა გამონაკლისი. იგი იმდენად მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში, რომ
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, თანაბარი წილი აქვს საკლასო და შემაჯამებელ დავალებებთან
ერთად და შეფასების სისტემის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.
მოსწავლეთათვის საშინაო დავალების სწორად შერჩევა სწავლა-სწავლების
პროცესის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია. საშინაო დავალების შერჩევისა და შეფასების დროს სწორ მიდგომებს დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებისა და
სწავლა-სწავლების პროცესის სრულყოფისათვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებსა
და მოსწავლეებს კარგად ესმოდეთ საშინაო დავალების
მიზანი და მნიშვნელობა.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საშინაო დავალების ტიპებია
·
საშინაო ექსპერიმენტი,
·
დაკვირვება ობიექტებსა
და პროცესებზე,
·
ინფორმაციის მოძიება,
·
მოდელირება, რეფერატის
მომზადება
და შესაბამისად ფასდება შემდეგი უნარები:
1.
სააზროვნო უნარ-ჩვევები;
2. კვლევის უნარ-ჩვევები;
3. პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
4. თვითმართვის უნარ-ჩვევები.
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქალაქ რუსთავის #3 სჯარო სკოლის მე-6
კლასში პრაქტიკული კვლევის ანგარიშს, რომელშიც განხილულია
საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეების მიზეზები და ამ პრობლემების
გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები.
კვლევის წარმატებით განხორციელების
შემთხვევაში გამოიკვეთება საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეების
მიზეზები, შემუშავდება რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის აღნიშნული პრობლემის დასაძლევად,
რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდასა და აკადემიური მოსწრების ამაღლებას, საშინაო დავალებასთან
დაკავშირებული ერთიანი მიდგომების შემუშავებას და სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის გაღრმავებას.
ლიტერატურის
მიმოხილვა
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სასწავლო სისტემაში
საშინაო დავალება სწავლების ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.
არაერთი კვლევა ჩატარებულა და ლიტერატურა შექმნილა იმის შესახებ, თუ რა სარგებლობასთან/სირთულეებთან
არის მოსწავლისათვის საშინაო დავალების მიცემა დაკავშირებული და ზოგადად, რატომ უნდა
მივცეთ მოსწავლეებს საშინაო დავალება.
საშინაო დავალება მოსწავლესა და მასწავლებელს საშუალებას
აძლევს, უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. იგი ასევე აახლოებს ოჯახის წევრებს ერთმანეთთან,
მშობელს ეძლევა საშუალება უფრო მეტად ჩართული იყოს ბავშვის განვითარებაში. საშინაო
დავალების შესრულების დროს მოსწავლეს ეძლევა საშუალება გამოცდილება მიიღოს და სკოლაში
უფრო წარმატებული გახდეს. საშინაო დავალების შესრულება ასევე საუკეთესო გზაა პასუხისმგებლობის
გრძნობის განვითარებისთვის, ხოლო მშობელს აძლევს საშუალებას აკონტროლოს შვილის განათლება
და საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს მას. თუმცა ამ ყველაფრის დადებითობა სწორად შერჩეულ
საშინაო დავალებაზეა დამოკიდებული.
როგორც ცნობილია საშინაო დავალება დიდ გავლენას
ახდენს . მოსწავლის დაინტერესებაზე, მოტივაციაზე, დამოუკიდებლად მუშაობის უნარზე, პასუხისმგებლობის გრძნობაზე, ეს გავლენა
შეიძლება იყოს დადებითი, ან უარყოფითი. მაგალითად შეიძლება მოსწავლემ მიმართოს გადაწერას და პლაგიარიზმს ან
მოცულობისა და დროის გამო . გამოიწვიოს
უკმაყოფილება და მათ არ შეასრულონ საშინაო დავალება, დააწერინოს სხვას,
გამომდინარე იქიდან, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლისას მნიშვნელოვანია
დაკვირვების, კვლევა-ძიების, აღწერის, ექსპერიმენტის ჩატარების და ინფორმაციის
მოძიების უნარ-ჩვევების განვითარება, აქედან გამომდინარე მოსწავლეებს უწევთ გარდა
საკლასო აქტივობებისა სხვადასხვა დავალების შესრულება სახლის პირობებში, აქ გასათვალისწინებელია ის, რომ საშინაო დავალებას უარყოფითი გავლენაც
შიძლება ქონდეს და აცილებული იყოს ეს თავიდან. ასევე საჭიროებს მუდმივ
მონიტორინგს მუშაობის პროცესი ,მაგალითად თუ დავალებად მიცემული აქვთ პროექტი, რომელიც
საჭიროებს გარკვეული ტიპის სხვადასხვა ნაბიჯებს და აუცილებელია მისი
მიმდინარეობის მონიტორინგი დროსთან შესაბამისობაში
საშინაო დავალების არსი მდგომარეობს შემდეგში: მოსწავლეები განიმტკიცებენ გაკვეთილზე შეძენილ
ცოდნას, ეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას, საშინაო
დავალება მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, თვალ-ყური ადევნონ შვილის სასკოლო საქმიანობას.
საშინაო დავალება მოსწავლეებს უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას და არაპირდაპირ
ასწავლის დროის მენეჯმენტს, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში.
მეცნიერების აზრით, მოსწავლეებისთვის მიცემული საშინაო დავალება კლასების
შესაბამისად და გონივრულად უნდა იყოს შერჩეული, რათა მოსწავლეს დარჩეს საკმარისი დრო
თანატოლებთან თამაშისა და მშობლებთან ურთიერთობისთვის. ფსიქოლოგების აზრით, ბავშვებისთვის თამაში არ არის მხოლოდ გართობა, არამედ
ეხმარება მათ, პრაქტიკაში შეიმეცნონ სამყარო.
კვლევის წარმატებით განხორციელების
შემთხვევაში გამოიკვეთება საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეების
მიზეზები, შემუშავდება რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის აღნიშნული პრობლემის დასაძლევად,
რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდასა და აკადემიური მოსწრების ამაღლებას, საშინაო დავალებასთან
დაკავშირებული ერთიანი მიდგომების შემუშავებას და სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის გაღრმავებას.
კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია
დადგინდეს რა არის მიზეზი მეექვსე კლასის მოსწავლეების მიერ
საშინაო დავალებების შეუსრულებლობისა, მაშინ როდესაც საკლასო დავალებების
შესრულებაში ისინი გაცილებით აქტიურად და
წარმატებით მონაწილეობენ, რადგან საშინაო დავალებების შესრულება მნიშვნელოვანია
ზემოთ ჩამოთვლილი უნარების განვითარებისათვის
პრობლემის ზუსტად განსაზღვრისათვის
ჩამოვაყალიბე
კვლევის მთავარი კითხვა:
რა არის მე-6 კლასში საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული
პრობლემის მთავარი მიზეზები და როგორ დავძლიოთ აღნიშნული პრობლემა?
კვლევის ამოცანის შესრულებაში დამეხმარება შემდეგი საკვლევი ქვეკითხვები
რა დამოკიდებულება აქვს მოსწავლეს საშინაო დავალების
მიმართ
v მოსწავლისათვის ყოველთვის გასაგებია დავალების შინაარსი
და შეკითხვის არსი
v ყოველთვის ინიშნავს დავალებას და არ ავიწყდება რომ დავალება აქვს შესასრულებელი
v რამდენად ხშირად საჭიროებს დახმარებას დავალების შესრულებისას
v
როგორი ტიპის დავალებების
შესრულება იყო მოსწავლეებისათვის შედარებით რთული და რომელი შედარებით მარტივი
v
რა ძირითად სიძნელეებს აწყდებოდნენ
ისინი დავალებების შესრულებისას
v
რამდენად იყვნენ მშობლები
ჩართული მათი საშინაო დავალებების შესრულების
დროისა და ხარისხის მონიტორინგის პროცესში
რა ღირებულება აქვს საშინაო დავალებას მშობლისთვის?
v არიან თუ არა მშობლები
ზუსტად ინფორმირებული მოსწავლეთა შეფასებაში
საშინაო დავალების მნიშვნელოვანი წილის შესახებ?
v აკონტროლებენ თუ არა თავიანთი
შვილის მიერ საშინაო დავალების შესრულების სისტემატურობას/ხარისხს?
v აქვს თუ არა
მოსწავლეს საშინაო დავალების შესრულებისათვის ყველა პირობა (სასწავლო ნივთები,
კომპიუტერი და ინტერნეტი, სამუშაო ოთახი/კუთხე, დრო...)?
აღნიშნულ
კითხვებზე პასუხის გასაცემად შევიმუშავე კვლევის გეგმა
კვლევის გეგმა
შესასრულებელი სამუშაო
|
ვადები (თვე)2017-2018წელი
|
||||
XII
|
I
|
II
|
III
|
||
1
|
სამეცნიერო ლიტერატურის
მიმოხილვა
|
X
|
|||
2
|
საკვლევი კითხვების ჩამოყალიბება ჯგუფებისათვის(მოსწავლეები/მშობლები)
|
X
|
|||
3
|
საკვლევი კითხვარების
შედგენა ინტერვიუსთვის(ფოკუსჯგუფი)
|
X
|
|||
4
|
ინტერვიუ კლასის დამრიგებელთან
|
X
|
|||
5
|
ანკეტირება მასწავლებლებთან/მოსწავლეებთან
/მშობლებთან პრობლემის იდენტიფიცირებისათვის
|
X
|
|||
6
|
კვლევის გეგმის შედგენა
|
X
|
|||
7
|
მონაცემების შეგროვება
|
X
|
|||
8
|
ინტერვენციების განხორციელება
|
X
|
X
|
||
9
|
კვლევის შედეგების ანალიზი
|
X
|
|||
10
|
საბოლოო ანგარიშის მომზადება
|
X
|
კვლევის ვადები
2017-2018 ს/წ დეკემბერი - მარტი
მეთოდოლოგია
კვლევის სამიზნე
ჯგუფი
მე-6 კლასის მოსწავლეები
შერჩევა
კვლევაში გამოყენებული იქნა სრული შერჩევის ტიპი
: საკვლევი პრობლემის შესასწავლად დავგეგმე გამოკითხვის
ჩატარება კითხვარების საშუალებით.
მონაცემთა შეროვება
მონაცემთა შეგროვება განხორციელდა
შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
- გამოკითხვა -
მოსწავლეებში და მშობლებში
- დაკვირვება -
ვაწარმოე შერჩევითი ფოკუსირებული დაკვირვება 3 მოსწავლეზე,რომლებიც
თითქმის არასოდეს ასრულებდნენ დავალებას მიუხედავად კლასში მათი აქტიური
ჩართულობისა და ასახელებდნენ სახვადასხვა მიზეზს
- იტერვიურება--სხვა საგნის პედაგოგებისა და მშობლების
გამოკითხვა რა სიხშირით და რა ტიპის დავალებებს
ასრულებდნენ და რა ხარისხით აღნიშნული კლასის მოსწავლეები
მონაცემთა ანალიზი
პირველადი მონაცემების
(პირველადია მონაცემები, რომლებიც შეგროვებულია კონკრეტულად
კვლევის პრობლემისათვის) ანალიზისას გამოიკვეთა
შემდეგი სახის პრობლემები:
კვლევამ მომცა შემდეგი შედეგები მშობლებში
დიახ
|
არა
|
||
1
|
ვეხმარები საშინაო დავალების შესრულებაში
|
2
|
14
|
2
|
არ ითხოვს დავეხმარო საშინაო დავალების შესრულებაში
|
3
|
13
|
3
|
ყოველთვის ვიცი როდის აქვს შესასრულებელი საშინაო დავალება
|
5
|
11
|
4
|
მე ვთავაზობ დახმარებას საშინაო დავალების შესრულებაში
|
2
|
14
|
5
|
როდესაც ის მუშაობს საშინაო დავალებაზე ვეცნობი თუ როგორ შეასრულა ის
|
3
|
13
|
მშობლების გამოკითხვამ აჩვენა რომ ისინი ნაკლებად არიან ინფორმირებული
და შესაბამისად ჩართულები შვილების საშინაო დავალებების შესრულებაში, ვერ ან არ
ეხმარებიან.
მოსწავლეებში
დიახ
|
არა
|
||
1
|
ყოველთვის ვიგებ თუ რას ითხოვს ჩემგან საშინაო დავალება
|
5
|
11
|
2
|
ყოველთვის ვინიშნავ საშინაო დავალებას
|
13
|
3
|
3
|
ყოველთვის მახსოვს რომ სახლში დავალება მაქვს შესასრულებელი
|
10
|
6
|
4
|
მირჩევნია საკლასო სამუშაოები ვიდრე საშინაო დავალებები
|
15
|
1
|
5
|
მირჩევნია თუ საშინაო დავალება
უნდა შევასრულო თანაკლასელთან ერთად
|
13
|
3
|
დავალებებიდან
ყველაზე მეტად მეადვილება:
|
||
1
|
1.საშინაო ექსპერიმენტი,
|
7
|
2
|
2.დაკვირვება
ობიექტებსა და პროცესებზე,
|
10
|
3
|
3.ინფორმაციის
მოძიება,
|
13
|
4
|
4.მოდელირება, რეფერატის მომზადება
|
3
|
მოსწავლეების გამოკითხვამ აჩვენა, რომ უმრავლესობისათვის დავალებები
არის რთულად შესასრულებელი და ურჩევნია დავალების შესრულება თანაკლასელებთან
ერთად. ამ დავალებებიდან უფრო მეტად ეადვილებათ ინფორმაციია მოძიება და უძნელდებათ
რეფერატი და მოდელირება
გამოკითხვა მოსწავლეებში
ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები
ინტერვენცია
კვლევის პროცესში მიღებული
ინფორმაციისა და მონაცემთა ანალიზის
საფუძველზე, მოსწავლეთა მოსალოდნელი აქტიურობისა და ჩართულობის გათვალისწინებით,
გადავწყვიტე გამომეყენებინა ინტერვენციის ორი ფორმა
:
- მე
ვირჩევ - გულისხმობს მოსწავლეების მიერ თვითონ იქნეს შერჩეული საკითხი
რომელზეც ისინი შეასრულებენ იმ ტიპის დავალებას რაც მათთვის არის უფრო მოსახერხებელი
იქნება ეს ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად
·
დაკვირვების კითხვარი მოსწავლემ თვითონ განსაზღვროს რა სიხშირით ასრულებს ის დავალებას, როგორი ტიპის
დავალებების შესრულება უადვილდება, როგორი ტიპის დავალებების შესრულებას ისურვებდა უფრო ხშირად
ინტერვენციის პირველი ფორმის მიზნებია:
მოსწავლე იყოს უფრო მოტივირებული
შესრულებული დავალების თემა იყოს მისთვის საინტერესო
ახლობელი და დაძლევადი
გაუძლიეროს პასუხისმგებლობის გრძნობა და ხალისით
შეასრულოს დავალება
გამოიმუშავოს ცოდნის ტრანსფერის
,დაგეგმვის, დამოუკიდებლად მუშაობისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები
ინტერვენციის მეორე ფორმის მიზნებია:
თვითდაკვირვებით გამოავლინოს თავისი ძლიერი
და სუსტი მხარეები თუ რაში საჭიროებს ის დახმარებასა და რა მიმართულებით ჭირდება მეტი
მუშაობა
ინტერვენციის შედეგები
მე ვირჩევ - გამოუწვია მოსწავლეების მოსწავლე იყოს უფრო მოტივირება პასუხისმგებლობის
გრძნობის გაძლიერება და მეთი ჩართულობა, უფრო მეტად დაინტერესდნენ იმ თემების შინაარსით
და გამოამჟღავნეს მათი უფრო ღრმად შესწავლის სურვილი რაც დაეხმარებოდათ უფრო ხარისხიანად
და სრულყოფილად შეესრულებინათ საშინაო დავალებები, გაიზარდა მათი ინტერესის სფერო მიიღეს
უფრო კარგი და მნიშვნელოვანი გამოცდილება სხვადასხვა სახალისო და მარტივი ექსპერიმენტის ჩატარებისას თვითონ გამოიჩინეს
ინიციატივა განეხორციელებინათ საშინაო დავალებად
მოიძიეს რა სხვადასხვა მარტივი ექსპერიმენტი, კვლევა , დაკვირვება. გამოიჩნეს უფრო
მეტი ინტერესი და ჩართულობა ინფორმაციის მოძიებას ადა პრეზენტაციების მომზადებაში
·
დაკვირვების კითხვარი
მოსწავლეებსაც
და მეც დამანახა სრული სურათი მათი ძლიერი და სუსტი მხარეების ,თუ რა საჭიროებები აქვთ
მათ ,მომცა საშუალება მომეხდინა ეფექტური დიფერენცირება საშინაო დავალებებისა
მთლიანობაში
სხვადასხვა ტიპის დავალების შესრულების მაჩვენებელი გაუმჯობესდა
Ø საშინაო ექსპერიმენტის ჩატარების მაჩვენებელი
გაუმჯობესდა 50%
Ø დაკვირვება ობიექტებსა და პროცესებზე, ინფორმაციის მოძიება, სათანადო
ლიტერატურიდან შეძლო თითქმის ყველამ უფრო ნაკლებმა ინტერნეტით 45%
Ø მოდელირება, რეფერატის მომზადება მშობლების ჩართულობით
40%
ინტერვენციის შეფასების
მეთოდები
ინტერვენციის შესაფასებლად გამოვიყენე:
·
დაკვირვება მოსწავლეებზე რამდენად გაუმჯობესდა
დავალების შესრულების სიხშირე და ხარისხი მათ
მიერ, რამდენად უკეთ შეძლეს დასკვნების გამოტანა, მსჯელობა, პრეზენტაციის მოწყობა,
კვლევის უნარის გაუმჯობესება, დამოუკიდებლად დაგეგმვისა და მუშაობის უნარის გაუმჯობესება
სახლში შესრულებული დავალებების საფუძველზე
ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის
საფუძველზე ( კვლევა მოიცავდა პრობლემის
შესწავლის, ცვლილებების დაგეგმვა-განხორციელებისა
და შეფასების ეტაპებს), შემიძლია დავასკვნა, რომ მეექვსე კლასელებში დავალებების
შეუსრულებლობის მიზეზია მათი დაბალი მოტივაცია, ინტერესი, პასუხისმგებლობა, მშობლების
მიერ მათი სასწავლო პროცესის მიმართ ნაკლები ინტერესი ან ინტერესის არქონა, ზოგიერთი
დავალების სირთულე და საჭირო რესურსის არქონა, ასევე გამოიკვეთა მრავალფეროვანი ტიპის დავალებების საჭიროება. ასევე უმჯობესია
მივცე სხვადასხვა ტიპის საშინაო დავალებები კონკრეტული მიზნისათვის განმამტკიცებელი საშინაო დავალება, , კლასში შესწავლილი მასალის გამეორება-განმტკიცებისათვის ახალი ცოდნის გამყარების და უნარ-ჩვევის
გამომუშავება-განმტკიცებისათვის. . ასეთი დავალებებია საკითხავი მასალის გაცნობა და საბიბლიოთეკო ან ინტერნეტ კვლევა, პრეტესტი,კლასში მისატანად სხვადასხვა ნივთის მოპოვება-მომზადება, ლაბორატორიული მუშაობის მოსამზადებელ ეტაპზე , სააზროვნო ტიპის საშინაო დავალება მიღებული ცოდნის განმტკიცების და უნარ-ჩვევების ათვისების შემდეგ, ინტეგრირებული დავალება, შემოქმედებითი ტიპის საშინაო დავალება,
აღნიშნული პრობლემის
აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული
ნაბიჯები, კერძოდ მათთან შევათანხმე დავალების შესრულების ვადები,
მოცულობა, მივეცი არჩევანის საშუალება თუ რომელი თემის გარშემო სურდათ მუშაობა რის შედეგადაც
გამოიკვეთა მოსწავლეთა შესამჩნევი
პროგრესი საშინაო დავალების მიმართ
რაც მდგომარეობს შემდეგში:
·
გაიზარდა მოსწავლეთა
პასუხისმგებლობა
·
მოიმატა ჩართულობამ და აქტიურობამ
·
გაუუმჯობესდათ დამოუკიდებლად მუშაობის, დაგეგმვისა და განხორციელების
უნარები
·
შეძლეს ობიექტური თვითშეფასება
·
გაუუმჯობესდათ
მეტაკოგნიტური უნარები
რეკომენდაციები:
კვლევის შედეგების გათვალისწინებით საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული
პრობლემების აღმოსაფხვრელად შემუშავებული რეკომენდაციები:
v
საშინაო დავალების შესრულება მოსწავლეს ჩვევაში უნდა გადაეზარდოს. თუმცა
დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ აუცილებელია მისი გარეგანი და შინაგანი
მოტივაციის შექმნა, როგორებიცაა: ცნობისმოყვარეობა, თვითრწმენა, დამოკიდებულება, თვითრეალიზაციის
მოთხოვნილება.
v აუცილებელია ყოველ გაკვეთილზე
განისაზღვროს სასწავლო მიზანი და შეირჩეს მისი
შესაბამისი, შედეგზე ორიენტირებული საშინაო დავალება;
v საშინაო დავალების შერჩევისას
გავითვალისწინოთ მოსწავლეთა შესაძლებლობები, ინტერესები და საჭიროებები;
v შევარჩიოთ მრავალფეროვანი და საინტერესოდ ფორმულირებული დავალებები;
v მივცეთ მოსწავლეებს საშინაო დავალების
შერჩევისა და მისი წარდგენის ფორმის არჩევანის თავისუფლება;
v არ არის აუცილებელი ყოველდღე საშინაო
დავალების მიცემა. სახლში დავალება მხოლოდ მაშინ მივცეთ, როდესაც დარწმუნებული ვართ,
შემდეგ გაკვეთილზე ამ დავალების შემოწმებას მოვახერხებთ.
v ყოველთვის და დროულად შევამოწმოთ
საშინაო დავალება;
v დავალების
შეფასებისა მივცეთ მოსწავლეებს კონსტრუქციული
უკუკავშირი/ ძლიერ და სუსტი მხარეების გამოკვეთა და რეკომენდაციები ხარვეზების დასაძლევად;
v დავალება
შევაფასოთ წინასწარ შემუშავებული და მოსწავლისათვის
ცნობილი კრიტერიუმების მიხედვით;
v ყოველთვის
დავაფასოთ მოსწავლის შრომა, წახალისოთ , შევუქოთ
ძლიერი მხარე და აქცენტი არ გავაკეთოთ მხოლოდ ნაკლოვანებაზე.
თვითკრიტიკა:
საშინაო დავალებასთან
დაკავშირებული პრობლემები ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სერიოზული, ღრმად ფესვგამდგარი
პრობლემაა, ამიტომ სერიოზულ მიდგომას და ყურადღებას საჭიროებს, არამარტო ერთი სკოლის (მით უმეტეს ერთი კლასის),
არამედ მთელი სისტემის ერთიანი მიდგომების ჩამოსაყალიბებლად.
ჩემი კვლევის ნაკლად
მიმაჩნია ის, კვლევა ჩატარდა მხოლოდ ერთ საგანში, არადა პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე
ვფიქრობ ყველა საგანში მაინც უნდა განხორციელებულიყო,
რათა მოგვცემოდა პრობლემაზე უფრო მასშტაბურად
დაკვირვებისა და ღრმა ანალიზის საშუალება. ამასთანავე სასწავლო წლის ბოლოს არსებული გადატვირთული გრაფიკის
გამო ვერ შევძელი კვლევის შედეგების გაზიარება
მთელი პედკოლექტივისთვის . შემოვიფარგლე მხოლოდ იმ პედაგოგებით, რომელიც წელს ასწავლის
აღნიშნულ კლასს
დანართი 1
დიახ
|
არა
|
||
1
|
ვეხმარები საშინაო დავალების შესრულებაში
|
||
2
|
არ ითხოვს დავეხმარო საშინაო დავალების შესრულებაში
|
||
3
|
ყოველთვის ვიცი როდის აქვს შესასრულებელი საშინაო დავალება
|
||
4
|
მე ვთავაზობ დახმარებას საშინაო დავალების შესრულებაში
|
||
5
|
როდესაც ის მუშაობს საშინაო დავალებაზე ვეცნობი თუ როგორ შეასრულა ის
|
დიახ
|
არა
|
||
1
|
ყოველთვის ვიგებ თუ რას ითხოვს ჩემგან საშინაო დავალება
|
||
2
|
ყოველთვის ვინიშნავ საშინაო დავალებას
|
||
3
|
ყოველთვის მახსოვს რომ სახლში დავალება მაქვს შესასრულებელი
|
||
4
|
მირჩევნია საკლასო სამუშაოები ვიდრე საშინაო დავალებები
|
||
5
|
მირჩევნია თუ საშინაო დავალება
უნდა შევასრულო თანაკლასელთან ერთად
|
დავალებებიდან
ყველაზე მეტად მეადვილება:
|
||
1
|
1.საშინაო ექსპერიმენტი,
|
|
2
|
2.დაკვირვება
ობიექტებსა და პროცესებზე,
|
|
3
|
3.ინფორმაციის
მოძიება,
|
|
4
|
4.მოდელირება, რეფერატის მომზადება
|
ბიბლიოგრაფია
·
ეროვნული
სასწავლო გეგმა
·
ჟურნალი
მასწავლებელი
საშინაო დავალების გავლენა სწავლის ეფექტიანობაზე
·
ჟურნალი
მასწავლებელი
საშინაო დავალება დასჯა არ არის(რეკომენდაციები მშობლებსა და მასწავლებლებს)
·
ჟურნალი
მასწავლებელი
საშინაო დავალება და პრაქტიკა – სასწავლო პროცესის ორი მნიშვნელოვანი მეთოდი
კვლევის რეფლექსია
ჩემს მიერ ჩატარებული
კვლევის ,,რა არის მიზეზი მეექვსე კლასის მოსწავლეების მიერ საშინაო დავალებების
შეუსრულებლობისა, მაშინ როდესაც საკლასო დავალებების შესრულებაში ისინი გაცილებით აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ’’,
შედეგები სსიპ ქალაქ რუსთავის #3 საჯარო სკოლის პედაგოგებს გავაცანი. უმეტესობა
მათგანს გადავუგზავნე ელექტრონულ მისამართზე კვლევის ანგარიში და ასევე კვლევის
ანგარიშის შესახებ პრეზენტაცია, ხოლო
ყველა მასწავლებელს ვინც ასწავლის აღნიშნულ კლასს, კლასის დამრიგებელსა და
სხვა დაინტერესებულ პედაგოგს წარვუდგინე პრეზენტაცია კვლევის ანგარის
შესახებ,
პედაგოგებისათვის საკითხის მნიშვნელობიდან და
აქტუალურობიდან გამომდინარე კვლევის
შედეგები აღმოჩნდა საინტერესო. დროული და გაითვალისწინებდნენ საკუთარ პედაგოგიურ
პრაქტიკაში. აღნიშნეს, რომ კარგი იქნებოდა
კვლევა ჩატარებულიყო კომპლექსურად სხვა საგნებშიც, თუ შედეგები ცნობილი იქნებოდა სასწავლო წლის
დასრულებამდე გარკვეული ხნით ადრე
შეძლებდნენ მის გათვალისწინებას ,საინტერესო აღმოჩნდა პრევენციის გზები მოეწონათ
,,მე ვირჩევ’’ და აღნიშნე, რომ ასეთი გზით შეგვიძლია საშინაო დავალება უფრო
სახალისო და საინტერესო გავხადოთ მოსწავლეებისათვის, მომავალი სასწავლო წლისათვის
ისინი გამოიყენებენ და გაითვალისწინებენ
კვლევის შედეგებს,
Комментариев нет:
Отправить комментарий