суббота, 2 февраля 2013 г.


უჯრედის ორგანული ნივთიერებები

აღწერა
ფუნქცია
ნახშირწყლები
ყველას შემადგენლო-ბაში
შედის წყალბადი,
ჟანგბადი და ნახშირბადი
მონოსაქარიდები

გლუკოზა,      
ფრუქტოზა,
რიბოზა,
დეზოქსირიბოზა, გალაქტოზა
იგივე შაქრები,უფერო, წყალში კარგად ხსნადი,ტკბილი გემოთი,ჯგუფდებიან და წარმოქმნიან პოლისაქარიდებს
არის ენერგიის წყარო ორგანიზმებისათვის.ჭარბი გლუკოზა ღვიძლში და კუნთებში მარაგდებს გლიკოგენის სახით
დისაქარიდები

საქაროზა,
მალტოზა,
ლაქტოზა
წარმოიქმნება მონოსაქარიდების ,,დაჯგუფების ,, შედეგად,იხსნება წყალში,აქვთ ტკბილი გემო
რძის შაქარი(ლაქტოზა) არის ენერგიის წყარო ყველა ძუძუმწოვრისათვის
პოლისაქარიდები
სახამებელი

წყალში უხსნადი,არის მცენარეულ უჯრედებში,ხორბალი, ჭვავში და ა.შ.
არის მცენარისათვის მარაგი(შეიცავს თესლები,გორგლი. ბოლქვი),ფერმენტების საშუალებით იშლება გლუკოზამდე
ცელულოზა

წყალში უხსნადი,არის მცენარეულ უჯრედებში, მათ კედელში
ასრულებს უჯრედისათვის საყრდენის ფუნქციას
გლიკოგენი

არის ცხოველურ უჯრედებში,წყალში უხსნადი,
მუშაობის, დაძაბულობის ან შიმშილის დროს იშლება გლუკოზამდე
ქიტინი
არის სოკოსა და ფეხსახსრიანების უჯრედებში
ასრულებს საყრდენის ფუნქციას